საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში იმერეთშიGELATI TOWER-ზე გელით.

სასტუმროში შემოსვლისას იმერული სტუმართ-მასპინძლობა და გულთბილი მიღება დაგხვდებათ.

სასტუმრო კომპლექსი GELATI TOWER გელათის შუაგულში, მდინარე წყალწითლას მარჯვენა სანაპიროზე ქუთაისიდან 3 კმ -ის მოშორებით მდებარეობს.

სასტუმრო 2017 1 სექტემბერს გაისხნა.

GELATI TOWER განთავსებულია 5 სართულზე.

gelatitower
  სასტუმროს გააჩნია 17 ნომერი . სასტუმროში ფუნქციონირებს ევროპული ტიპის რესტორანი 200 ადამიანზე გათვლილი. აგრეთვე, თქვენ დაგხვდებათ ღვინის მარანი,ძველი ქართული სტილის რესტორანი 150 ადამიანზე და გარე ტერასები რომლიდანაც იშლება თვალწარმტაცი ხედები.

სასტუმროს მე-5-ე სართულზე განთავსებულია ბარი ტერასით, საიდანაც გელათის კომპლექსი და მოწამეთის ხეობა მთელი თავისი დიდებულებით ჩანს და დაუვიწყარს ხდის აქ გატარებულ დღეებს.

სასტუმროს გააჩნია ტრანსპორტირების სხვადასხა საშუალება და ექსკურსიის სერვისები, ასევე უზრუნვეყოფთ სტუმრის ტრანსპორტირებას სასტუმრომდე და სასტუმროდან აეროპორტის მიმართულებით.

სასტუმრო GELATI TOWER- დან 2,6კმ-შიმდებარეობს ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილები,არქიექტურითა და ისტორიით გამორჩეულია გელათის სამონასტრო კომპლექსი.

აგრეთვე სასტუმროდან 1,2 კმ-ს დაშორებით მდებარეობს მოწამეთის მონასტერი განუმეორებელი არქიტქტურით და ღვთიური ადგილმდებარეობით, ულამაზესი ბუნებით.